შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება როგორც საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე საგანმანათლებლო და სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული დაწესებულების დამთავრების შემდეგ ქართველ მეზღვაურებს ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.
„ზუსტად შვიდი თვის წინ, აპრილში, ამ შენობის ადგილზე იყო სრულიად განადგურებული ნანგრევები და დღეს აქ არის ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელსაც 1000 სტუდენტის მომზადება შეეძლება. ესენი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ქართველი მეზღვაურები, რომელთაც ექნებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.
დღეის მდგომარეობით საქართველოში განათლება მიღებული მეზღვაურები უდიდესი მოთხოვნით სარგებლობენ საერთაშორისო ფლოტილიებზე, ისინი ცურავენ დღეს სხვადასხვა ოკეანეებში, სხვადასხვა დროშის ქვეშ და საქართველოში ყოველწლიურად მათი ეკონომიკური შემონატანი არის 143 მილიონ დოლარზე მეტი. ეს უზარმაზარი დარგია, ამიტომ, ჩვენ მივიღეთ აქ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების და 100 წლის შემდეგ ფოთში ბრუნდება საგანმანათლებლო დაწესებულება და ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორში პოლიციამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ხევში ნახეს.
გოგი წულაია პარტია „თავისუფალ საქართველოს“ ტოვებს. მისი განცხადებით, სურს დამოუკიდებლად ახალი პარტია შექმნას.
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჟურნალისტის მიერ პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის დაკეტილ სახლში უნებართვოდ შესვლის ფაქტს ეხმაურება.
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ქრისტიანებს და მუსლიმებს მშვიდობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.