მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2021 წლის 16 თებერვალს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას, მხარეების მიერ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბრისას, ასევე, ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

მათი თქმით, ამასთან, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავის მნიშვნელობა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.