მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ლომია: საუბარი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტები“ ერთი მედლის ბნელი მხარეა, არასწორია

პატრიოტთა ალიანსის წევრი

„საუბარი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტები“ ერთი მედლის ბნელი მხარეა, არასწორია“, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გიორგი ლომიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატამა აღნიშნა, „პატრიოტების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარ-კამპანია ხორციელდება.

„ბოლო რამდენიმე კვირაა „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანია ხორციელდება. არსებობს ორი რამ ბრალდებდა და მხილება. მაგალითად, როცა ვამხელთ „ნაცმოძრაობას“. როცა ისინი კლავდნენ, აწამებდნენ და ართმევდნენ ბიზნესებს, ეს არის მხილება. როდესაც მათი მხრიდან ხდება ბრალდება, ის რომ ჩვენ თითქოსდა კრემლიდან ვიღებთ დავალებებს, ეს ბრალდებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერიც ჩაერთო. საუბარი იმაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი მედლის ბნელი მხარეა, არასწორია“. ეს არის შეურაცხყოფა. დამცირება, არც ვიცი რა ვუწოდო“, - აღნიშნა ლომიამ.

გიორგი ლომია ასევე პარტიის მიერ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე კონკრეტული განცხადება გაკეთდა.

„აჭარის ფერი უნდა ყოფილიყო სხვა, ეს იყო შეცდომა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო სხვა ფერი და ყოფილიყო წითლად, მანდ ეწერა SOS და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანგაშოა მდგომარეობა და ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ რეგიონს“, - დაძინა გიორგი ლომიამ.

ინფორმაციისთვის, აჭარაში განთავსებული იყო „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი, რომელზეც აჭარის რეგიონი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, გამოყოფილია წითლად, როგორც ოკუპირებული ტერიტორია.