მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებს. 

გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

„მე დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად. ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, არაძალადობრივი და ვიაროთ შეთანხმების გზით. ჩვენ რაღა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე განიხილავს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კარლ ჰარცელი: სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და ყველა პარტიას წინდახედულობა მართებს

„მართალია თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ არ დგება, მაგრამ მღელვარების ორგანიზების მცდელობები ჩანს“ - შალვა პაპუაშვილი

რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, პროტესტს მიიღებს