მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: კომპრომისზე საუბარი ნაადრევია 

სტრატეგია აღმაშენებელი

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის სახლში გამართულ შეხვედრაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები ხელისუფლებამაც დააფიქსირა და ოპოზიციამაც. 

მისი თქმით, შეხვედრა გაგრძელდება, თუმცა თარიღი ცნობილი არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა განსხვავებული პოზიციები გვაქვს, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებულია. დიდი დრო მოვანდომეთ ჩვენი პოზიციების დაფიქსირებას.

ჩვენი პოზიციაა ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, აქციების გაგრძელება“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისზე საუბარი ნაადრევია.

„რადგან მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით, გარკვეულ პოზიციების ცვლილებებს ველოდებით ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კელი დეგნანის სახლში გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლის შეხვედრა იყო.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 ინაშვილი: კარგი იქნება თუ დიალოგს დავასრულებთ პოზიტიური შედეგით

🔴 არჩილ თალაკვაძე: ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი