მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: NDI-ის კვლევა ოპოზიციის სახელმძღვანელო ვერ იქნება

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

„ეს კვლევა ნამდვილად ვერ იქნება ოპოზიციის სახელმძღვანელო იმის, ოპოზიციას ეთანხმება თუ არა ხალხი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. ზოგადად, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი ნორმალურად მუშაობდეს, ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. იქ კითხვა საერთოდ არ არის დასმული იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ადამიანები ოპოზიციის გადაწყვეტილებას“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე NDI-ის კვლევის შედეგებს. 

მისი თქმით, კვლევიდან ჩანს, რომ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის სურვილი აქვს, რასაც პოლიტიკური პარტიებისთვის მიღებული პროცენტები მოწმობს.

როგორც მან განმარტა, კვლევაში ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირდაპირი კითხვა არ არის დასმული.

„ჩვენი მომხრეებთან ბევრჯერ გვილაპარაკია და ისინი სრულად ამართლებენ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ ვითხოვთ შეთანხმებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში არიან და მოსახლეობა მათი ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით შეიტყობს.

„როგორც კი ჯანმრთელობის საკითხები საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები უნდა დავიწყოთ, გარდა ამისა, უნდა გვქონდეს მეტი კომუნიკაცია ჩვენს მხადამჭერებთან და სწორედ ამას ვაპირებთ. როცა დრო მოვა და როცა ამის გზა იქნება, აუცილებლად იქნება მშვიდობიანი პროტესტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს.

👉 NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლევან იოსელიანი: თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, კარგი იქნება

31% „ქართული ოცნება“, 5% - „ნაციონალური მოძრაობა“ - NDI-ის კვლევის შედეგები

გია ხუხაშვილი: გახარია ყველა ოპოზიციურ ლიდერზე, ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება