მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობას აპირებს

ახალი საქართველოს ლიდერი

„მე ვხედავ კოალიციურ მმართველობას 31 ოქტომბრის შემდეგ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციასთან კოალიციის შექმნას და პრემიერ-მინისტრობას აპირებს.

„ოპოზიციას აქვს საერთო საკითხები, სადაც ვთანამშრომლობთ და მე ვაპირებ მათთან ერთად კოალიციის გაკეთებას. დიახ, ვაპირებ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გავხდე, რადგან სხვა გზა არ არსებობს, რომ ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არის, მოვაგვაროთ. მზად ვარ ეს უმძიმესი პასუხისმგებლობა ვიტვირთო“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში“.

შეგახსენებთ, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ გაერთიანდა. მათი გადაწყვეტილება იყო, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები დაეყენებინათ. მათ შეთანხმებას მხოლოდ თბილისის 6 ოლქში მიაღწიეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.