მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: შეწყალების აქტით, რურუა სამშაბათს, მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება

ახალი საქართველოს ლიდერი

შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში დასრულდა - გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განხილული თემების შესახებ ისაუბრა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განმარტა, განიხილეს ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლების პროცედურა და შეთანხმდნენ, რომ სამშაბათს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ, გიორგი რურუას კი პრეზიდენტი ამავე დღეს შეიწყალებს.

ვაშაძის თქმით, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, კანონპროექტის მოკლე ვადაში მიღებასთან დაკავშირებით.

„ვისაც ეგონა, რომ საქეიფოდ ვიყავით მოსული, მინა გავაცნო პროცედურა, რომლითაც ორივე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საბოლოო პროცედურა შეგვემუშავებინა. სამშაბათს ჩვენ ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. ამის შემდეგ, შეწყალების აქტით, რურუა გათავისუფლდება სამშაბათს.

ამის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ ამნისტიის განხილვას პარლამენტში, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც არიან დღეს პასუხისგებაში მიცემული ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ეს ეხება მელიას, თამლიანს და ასე შემდეგ. ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმრო დაწესებულებიდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას უკვე სამშაბათს ველოდები, რადგან სალომე ზურაბიშვილმა, შარლ მიშელის თანდასწრებით, თქვა, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება.

ვწერთ კანონს სამშაბათამდე, ამას უნდა რეალური მუშაობა და დრო. სამშაბათს შეგვაქვს ეს კანონი პარლამენტში და ეს არის შეთანხმების ნაწილი, რომ ფიზიკურად მივდივართ პარლამენტში და ხდება მისი ინიცირება. სამი მოსმენით კანონი ვერ მიიღება პარლამენტში, რაც არის მაქსიმალურად სწრაფი ვადა, შევეცდებით, რომ იმ ვადაში იყოს გაკეთებული“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌გიორგი ვაშაძე: ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია

📌არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან