მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, ხელისუფლებასთან შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი ვარაუდით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება. 

„განსაკუთრებული იმედი მაქვს იმ ახალი ფუნქციის, რომელიც ევროკავშირმა საკუთარ თავზე აიღო, რომ მოლაპარაკების პროცესში წინადადებები შეიძლება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ან ოპოზიციის მხრიდან წამოვიდეს, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც. ამიტომ მე იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმალურად ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ მისთვის პლებისციტი, როგორც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, მისაღებია.

„პლებისციტი, როგორც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ჩემთვის მისაღებია. ამიტომ არ ვაპირებ, შევიცვალო გადაწყვეტილება. არ ვაპირებ, ვითამაშო, ხან ერთი ვთქვა და ხან მეორე. არ ვაპირებ, დასავლელ პარტნიორებთან დავაზიანო ჩემი პარტნიორული იმიჯი და მოვატყუო საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ვინმე თუ უარს იტყვის პლებისციტთან დაკავშირებით, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საფრანგეთის ელჩი: ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები სახელმწიფოს ერთიან პოზიციამდე მისვლაში დაეხმარება

„თუ ოპოზიცია უარს იტყვის პრინციპზე „ან ყველაფერი ან არაფერი“, კომპრომისი უფრო მარტივი იქნება“ - მამუკა მდინარაძე

„მეც მინდა მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე მისვლა“ - იაგო ხვიჩია