მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვოლსკი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველომ გაიმარჯვა! სადისტური მართვის სისტემა დამარცხდა

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

„2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველომ გაიმარჯვა! სადისტური მართვის სისტემა დამარცხდა, სტაბილურობამ მდგრადი განვითარების წინაპირობა შექმნა, ათასობით ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა, სიკვდილს გადაურჩა, ქვეყანამ პოზიციები განიმტკიცა საერთაშორისო ასპარეზზე და ყველა კომპეტენტურ რეიტინგში დაწინაურდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მძიმე საგარეო და შიდა გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სოციალურ პაკეტს, განათლების სისტემას და ეკონომიკის ხელშეწყობას.

„საუკეთესო ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ჩვენი ხედვები მომავალზეა ორიენტირებული, როდესაც არაჯანსაღი პოლიტიკური ვნებები და მავნებლობა საბოლოოდ დაუთმობს ადგილს ჯანსაღ დებატებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. გილოცავთ გამარჯვებას. უფალმა დაიფაროს საქართველო“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.