პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის მცდელობა, რომ შეარყიონ ამ ქვეყნის სტაბილურობა

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი
18:41 ხუთ. 22 ოქტომბერი
დაკოპირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ზუგდიდში გუშინ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაინტერესებულია, ქვეყანაში არეულობა და უთანხმოება შეიქმნას და გარკვეულწილად ადგილი ჰქონდეს დესტაბილიზაციას.

„გუშინდელი ვითარება არის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი. გადახედეთ ზოგადად სიტუაციას, თვეებია, უკვე ამას ვამბობ. ფაქტია, უნისონში კეთდებოდა კომენტარებიც, რომ სახელმწიფოს დანაშაულია ის რაც ხდება. იქ ვიღაც ბერძენიშვილი გამოხტა, ვიღაც ადამიანები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვერ შედგა თურმე, რომ ადამიანმა ასეთი რამე შეძლო და როგორ გაბედა პოლიციამ და დაამთავრა ოპერაციის პირველი ფაზა მსხვერპლის გარეშე. უნისონში არის სურვილი დესტაბილიზაციისა საოკუპაციო ძალის მიერ და დესტაბილიზაცია, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ ამ ბანკის გარეშეც, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ეს არის უნისონში. ოპერაციის პირველი ნაწილი დამთავრდა და ველოდებით მეორე ნაწილის დამთავრებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია, გამომდინარე მათ მიერ განსაკუთრებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, ყველაფერზე წამსვლელია, ზუგდიდის თემასაც ინტენსიურად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისათვის და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.

„ვამბობ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფერი გამიკვირდება, არც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება რომ იყოს ამათი დაგეგმილი, რაშიც მე პირადად ეჭვი არ მეპარება და ბოდიშს მოვიხდი, თუ ეს ასე არ იქნება. სააკაშვილი პირდაპირ აძლევდა ინსტრუქციას, თქვენი ეთერით იყო გაშვებული, როგორ ეუბნებოდა „რუსთავი 2“-თან როგორ უნდა მოხდეს სისხლისღვრა, ბარიკადები და ათასი განცხადებაა. გუშინდელი განცხადება აიღეთ კიდევ, რომ არეულობა უნდა მოხდეს ქვეყანაში და რევოლუციური გზით უნდა განვითარდეს. აქედან გამომდინარე არც ის გამიკვირდება, რომ ზუგდიდის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისათვის ინტენსიურად იყენებენ და როგორც „სვავები“ ელოდებიან იქნებ სადმე სისხლი დაიღვაროს, რომ როგორმე ამ სისხლისღვრით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. დავით გარეჯის თემის გადაფარვაც მიდის, სურვილია ყოველ შემთხვევაში. იმდენად დიდია რეზონანსი სკანდალური თემებიდან გამომდინარე, რომ რასაკვირველია, მცდელობა არჩევნების დღესაც, არჩევნების შემდეგაც იქნება სწორედ ის, რომ შეარყიონ სტაბილურობა ამ ქვეყნის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობა კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვ...

როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინი...
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კა...
53 წუთის წინ
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდ...
53 წუთის წინ
„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულ...
57 წუთის წინ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
09:17
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

ზურაბ გურული სამთავრობო სხდომებში მონაწილეობი...

როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვა...
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადი...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნ...
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფე...
23:10 ოთხ. 25 ნოემბერი
მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში...
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარ...