პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

გიორგი ვოლსკი
ევროკავშირის სპეციალურ
წარმომადგენელს, ტოივო
კლაარს შეხვდა
1614333041
დაკოპირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

პრესსამსახურის თქმით, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, განსაკუთრებით კი, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოტანილმა უკანონო გადაწყვეტილებამ არსებული რთული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.

„მიუხედავად ამისა, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის არის გარკვეული კავშირები და ამ კავშირების გაღრმავება და გააქტიურება მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1619013859

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1619012753

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.

1619011887

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

1619011192
ლარი გამყარდა

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე: როდესაც შენ არ იღებ და...

„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მელიამ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა...

„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სვეტიცხოვლის გამწვანების ღონისძიებაში მო...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.