მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვოლსკი: ხალხის ფულს კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად ვხარჯავთ

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში 2019

„ხალხმა ზუსტად იცის, რომ სჭირდება დახმარება, რომელიც უნდა მიიღოს იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად ქმნის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს„ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, „ქართული ოცნება“ საარსებო შემწეობებით მანიპულირებს.

ვოლსკის თქმით, საზოგადოება არც ისეთი ბნელია, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილს ჰგონია.

„მაში, როცა მისი მინისტრობის დროს, უამრავ ადამიანს ციხეში მძიმე დაავადება ჰქონდა და ყურს არავინ იბერტყავდა, ჭიაბერაშვილმა გადაწყვიტა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ჩამოიშალა. ამ სიმართლეს რომ ადამიანი იტყვის, მის სხვა განცხადებებზეც ჩნდება კითხვები. განა შეიძლება, რომ სახელმწიფომ საკუთარი ბიუჯეტის კონკრეტული ნაწილი არ მიმართოს კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად? ყველამ იცის, რომ ბიუჯეტი სახელმწიფოს რესურსია, რომელსაც სწორედ ისე უნდა დაიხარჯოს, როგორც შექმნილი მდგომარეობა გვკარნახობს. ხალხის ფულს ვხარჯავთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. არავის ვეკითხებით, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. არავინ არავის არაფერს დააყვედრის. ხალხმა ზუსტად იცის, რომ დახმარება სჭირდება და ეს დახმარება უნდა მიიღოს იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც თავად ქმნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.