მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ - ლევან თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, გირჩი და ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების თამაშს თამაშობენ და და მათი პარლამენტში შესვლით პარლამენტის არსი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ავტომატურად გაწევრიანდებიან ქართულ ოცნებაში

თარხნიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არც მეგრელიშვილს, არც „გირჩს“ და არც ელისაშვილს არავინ არ ეკითხება იმას, თუ ვის მიავლენს ევროპული საქართველო მოლაპარაკებებზე.

„რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი ფაქტობრივად თამაშობენ ქართული ოცნების თამაშს და ნებსით თუ უნებლიედ მათ წისქვილზე ასხავენ წყალს.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ განცხადებებს, არავის არ ეკითხება, არც მეგრელიშვილს, არც გირჩს და არც ელისაშილს იმას, თუ ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ ამა თუ იმ მოლაპარაკებაზე. ამას წყვეტს პარტია და შესაბამისად, ასევე გაგრძელდება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ელისაშვილმა და გირჩის ნარჩენებმა თუ განაყოფმა ეს გზა აირჩია, მაგრამ ეს მათი არჩევანია და ეს რეალობას ვერ შეცვლის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ამ ერთპარტიულ პარლამენტში, ფაქტობრივად წევრიანდება ქართულ ოცნებაში, როგორც ეს გააკეთა ე.წ ევროპულმა სოციალისტებმა და ამით, რეალობა და პარლამენტის არსი ნამდვილად არ შეიცვლება.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„იდეაში, ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან“ - ვახო მეგრელიშვილი

✔️ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება

✔️ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს