პოლიტიკა

„გირჩის“ პარტიული სია, რომლითაც 2020 წლის არჩევნებზე წარსდგება

გირჩი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
17:00 30.07
დაკოპირებულია

„გირჩმა“ პარტიული სია წარადგინა, სადაც შედიან: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, ალექსანდრე (სანდრო) თარხან -მოურავი, ამირან ტორონჯაძე, გიორგი ლომინაძე.

როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, პარტიამ სია „პრაიმერის“ პრინციპით შეარჩია. ათეული „გირჩის“ 5 000-მდე წევრმა შეადგინა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ათეულში განსხვავებული სქესი არ არის მოხვედრილი, რასაც „გენდერული კვოტირების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს:

„ქალები არიან სიაში, უბრალოდ ეს არის პირველი შვიდეული, სადაც განსხვავებული სქესი მოხვედრილი არ არის. გასაგებია, რომ მიიღეს კანონი, ჩვენც, როგორც პარტიას გვავალებს, ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. ჩვენს სიას არ ადგენს ცალკე აღებული ადამიანი, თუმცა კანონის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, როდესაც სიას დავარეგისტრირებთ. ფორმალურად ჩავწერთ განსხვავებულ სქესს. კანონს ფორმალურად დავაკმაყოფილებთ. ამ ქვეყანაში ბევრი იდიოტური კანონი არსებობს, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა დაემორჩილო“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზ...
21:08
ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნა და ინფორმირება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც მომავალი 4 წლის გან...
21:05
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყო მრავალწლოვანი კულტურების ხელშეწყობა,...
20:59
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 202...
20:56
სოფლის მეურნეობა ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვინის...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს“,- ამი...
ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც...
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ძარცვისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ლაშა...
ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი...
ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომ...
გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შ...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, ჰყ...