მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩის“ წევრებმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გირჩი

„გირჩის“ სამმა დეპუტატმა - ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

📌„ქართული ოცნება“: არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს