მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძეს, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ირაკლი კობახიძეს, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთი ვიცე-პრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე თუმცა, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცე-პრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ირაკლი კობახიძეს პერსონალურად, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ასევე, უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ თავის მიერ გატარებული რეფორმებით და ევროსაბჭოს ფორმატში წარმართული საქმიანობით, საქართველო განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანა არის.

„ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ირაკლი კობახიძეს პერსონალურად, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო თავის მიერ გატარებული რეფორმებით და თავის მიერ წარმართული საქმიანობით ევროსაბჭოს ფორმატში, განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანა არის და ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართული დელეგაციის მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა და ნდობის ხარისხი, რომლითაც გამოხატული არის სწორედ ის გარემოებაც, რომ ირაკლი კობახიძე დღეს არის ამ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ ისიც, რომ მას მიანდეს ასეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი შედიან.

ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

👉 გეამაყება, როდესაც ხედავ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი უძღვება