პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა კოვიდ ვითარებაზე გავლენა იქონია

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“
წარმომადგენელი
1606218914
დაკოპირებულია

„ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება“ - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება.

„ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოწოდება იყო მოსახლეობის და აქციების ორგანიზატორების მიმართ, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე. ჩვენ ვხედავთ ძალიან სამწუხარო დინამიკას - ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის დაავადების და ათეული მოქალაქის გარდაცვალების მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მოქალაქეებს და აქციების ორგანიზატორებს, არ მომხდარიყო მსგავსი ფორმით შეკრებების გამოყენება, რამეთუ, შესაძლოა ამას სავალალო შედეგები მოეტანა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტანდარტები იმისთვის, რომ იზოლაციით, დისტანციის დაცვით, პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.