„მინდა, მივულოცო ბატონ ირაკლის დელეგატების მხრიდან ერთხმად გამოცხადებული ნდობა და წარმატება ვუსურვო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, რიგით მე-6 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი იმყოფება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.