მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

გოჩან ენუქიძე წინასაარჩენო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედის თემის სოფლების - ხელედის, ლესემას, წანაშის, ფაყის, ცხუმალდის, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ისაუბრეს პრობლემებზე, დაგეგმილ დ განხორციელებულ პროექტებზე.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთი რეაბილიტირდება. აღნიშნული საავტომობილო გზით ხელედის თემის სოფლების- ხელედის, ლესემას, წანაშის, ტვიბლების, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობაც ისარგებლებს.
სამუშაოებისთვის, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5'536'110.00 მლნ ლარია, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია პრობლემების გადაჭრის მთავარი გზაა, ამიტომ გპირდებით, კვლავ ვიქნები პარლამენტის აქტიური წევრი ჩემი სამაჟორიტარო ოლქის სასიკეთოდ“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.