მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი ნახიდურის მოსახლეობას: ვერცერთი პროვოკაციული ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას

მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა .

მეშველიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ვინაიდან, სამიოდე კვირის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ სწორედ ამ სოფელში მოხდა პროვოკაცია, რასაც ორი მათგანის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

„გვიხარია, რომ ადგილობრივი საზოგადოება ამ პროვოკაციას არ აჰყვა, მათი განწყობები გახლავთ აბსოლუტურად ადეკვატური. მათ კარგად გააცნობიერეს იმ პროვოკაციის შინაარსი, რომელსაც სურდა ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანა. ვერცერთი პროვოკაციული ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.