მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური ბადრი ესებუაზე: 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ

გომელაური მარნეულში

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს.

„1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, ან მეტი ან ნაკლები. ეგ პრობლემა არ არის“, - ასე უპასუხა გომელაურმა „მთავარი არხის“ კითხვას, რომლის თანახმადაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩამოშლილია სახელმწიფო და ვერ ახერხებს მთავრობა ტერორორიზმში ბრალდებულის დაკავებას.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, სამხედრო პირი, ბადრი ესებუაა.

21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.