პოლიტიკა

გომელაური: პოლიციელებს პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა, კრიმინალთან და პანდემიასთან საბრძოლველად ბიჭები დღე და ღამე მუშაობენ

შს მინისტრი ვახტანგ
გომელაური
1620205598
დაკოპირებულია

„პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა და სჭირდება შეიარაღება და აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ხარჯების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ვართ 43 ათასზე მეტი პოლიციელი, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 30 მანქანა არის ზღვაში წვეთი. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს შემოვლა ღამით. დაკავებულ დამნაშავეს, უკაცრავად და ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანები გვჭირდება.

აქედან გამომდინარე, განვაახლეთ მანქანები და კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა უნდა ვიყიდოთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავის უფლება-მოვალეობა. მე ფინანსთა მინისტრი არ ვარ, ალბათ, ბიუჯეტისა და ვალის შესახებ კითხვა ფინანსთა მინისტრს უნდა დაუსვათ.

მე ერთი ვიცი, რომ პოლიციას სჭირდება ფორმა, პოლიციას სჭირდება მანქანა, პოლიციას სჭირდება შეიარაღება და აქედან გამომდინარე, ვყიდულობთ. ბევრი შეკითხვაა პრემიებთან დაკავშირებითაც - დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა.

ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა, მეორე თემაა პანდემიასთან ბრძოლა და ჩვენი ბიჭები, ჩვენი თანამშრომლები თითქმის ყოველ დღე და ღამე მუშაობენ, გარეთ არიან. აქედან გამომდინარე, ვახალისებ ამ ადამიანებს და ვაძლევ პრემიებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჩინეთის განცხადება
ნატოზე

ჩინეთი მოუწოდებს ნატოს შეწყვიტოს “ჩინეთი...

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული,წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1623741294

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

1623740967

„ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო, თუმცა, ჩაიწერა შარლ-მიშელის შეთანხმებაში, რომ უნდა გამოიცეს. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

1623740870

დღეს, 15 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1623740769
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

კაცმა ჩაიდინა ღალატი, ეს იყო როგორც გუნდის, ი...

„კანონის უზენაესობას რომ პატივს არ სცემ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირება და სახელმწიფოს ღალატი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე...

„20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

დენის შმიგალი პრემიერს უკრაინა-საქართველ...

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.