მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გომელაური: წინა ხელისუფლების პერიოდში სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა

შს მინისტრი

„იძულებული ვარ გავუსვა ხაზი, რომ სამჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შსს უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია.

„დღეს თურმე დაიქცა ქვეყანა და კრიმინალმა მოიმატა, გადახედონ ელემენტარული, შევიდნენ საიტზე და ნახონ. ეს არ არის ჩემი მოგონილი, არც ჩემი დაწერილი. მითუმეტეს 2007-ში და 2008-ში იმ ციფრებს მე ვერ დავწერდი. ნახავთ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში.

სულ კლებადი ვერ იქნება რაღაც – ხან იკლებს, ხან იმატებს. ჩვეულებრივი თემაა, თუნდაც, რომ ავიღოთ 2012 წლამდე, არ მიყვარს ხოლმე გახსენება, ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა, თუმცა იძულებული ვარ გავუსვა ხაზი ამ თემას. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როცა 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში“, - დასძინა ვახტანგ გომელაურმა.