მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: მოდური სიტყვა ისწავლეს - „ფეიქ ნიუსი“, ორი დღეა ფეიქობენ და ფეიქობენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიქ ნიუსი“. ორი დღეა ფეიქობენ და ფეიქობენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

რომან გოცირიძემ მთავრობა პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარების გარეშე დატოვებაში დაადანაშაულა.

„თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიქ ბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს ფაქტობრივად მკვდარია. 400 000-იანი ფეიქი გამოაცხვეთ, ამდენი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე.

მხოლოდ 100 000-მდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული დახმარება, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები, სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით. იმ დასაქმებულებიდან, რომლებიც დღეს უმუშევრად არიან დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას“,- მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერს.  

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.