მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: ფაქტია, ლარი, ვირუსი და ტერორისტი გაექცათ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

„ფაქტია, ლარი, ფასები, ვირუსი და ტერორისტი გაექცათ. ქვეყანა ჩამოექცათ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ზუგდიდში ბანკზე თავდასხმელთან მიმართებაში არაპროფესიონალურ ნაბიჯებს დგამს.

დეპუტატის თქმით, ძალოვანების ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

„კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა ვინ არის ტერორისტი“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია. შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.