მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოცირიძე: შეთანხმება თუ არ შესრულდა, საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს და არც მხარს დაუჭერს.

"არაერთხელ განვაცხადეთ, შეთანხმება თუ არ შესრულდა, დარჩენილია სულ მცირე გიორგი რურუას გამოშვება, არ მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში, არ მივცემთ ხმას. მიიღებენ ესენი როგორც ვატყობთ. ეს პროცესი არ იქნება კონსენსუსზე და ერთიანობაზე დაფუძნებული. კცვლავ დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გოცირიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.