მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე ბათუმის აქციაზე: პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს, შემიძლია მიგაგზავნოთ მასთან, რომ დაელაპარაკოთ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

„პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ მასთან, რომ დაელაპარაკოთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში ჩატარებულ წარდგენაზე რეგულაციების დარღვევას ეხებოდა.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრა მანამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწყო.

„ჩვენ ვუყურეთ ბატონი გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია, ჩაატაროს. აბსოლუტურად ერთნაირი იყო.

საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასამდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „პირველ არხთან“ კომენტარისას.

ინფორმაციისთვის, კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ ბათუმის ბულვარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა. ამომრჩეველთან შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები არ იყო დაცული, მათ შორის მოქალაქეებს შორის არ იყო დისტანცია და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა.