მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად 2021 წელი ანერვიულებთ, რომელიც უკიდურესად სახიფათო იქნება

გრიგოლ ვაშაძე - ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. იმედი ვიქონიოთ, რომ აბსოლუტურად ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი დღეს, როდესაც საზოგადოების ორი მესამედი არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და კრიზისია კარზე მომდგარი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება.

„ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე უფრო მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის, ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

👉 ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს, მხარეებს შორის ორი შეხვედრა უკვე შედგა.