პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ველოდები

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020
18:20 პარ. 20 ნოემბერი
დაკოპირებულია

„ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, ვერცერთი ფასილიტატორი ოპოზიციის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გამოშვება.

„ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით. ამიტომ, რაც უფრო მალე ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომიზს ეს უკეთესი იქნება საქართველოს მოქალაქისთვის. ვერცერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - აცხადებს ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ვაშაძე: კრიზისის განმუხტვის გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ...

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით. „არც...
56 წუთის წინ
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც წაულა დაინფიცირდა და მისგან ადამიანს გადაე...
17:29
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის...
17:24
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დანაშაულისა და საგზაო შემთხვევათა ანალიზის სისტე...
17:22
მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რას...
17:20
ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წელი

ლარი გაუფასურდა

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9215 ლარს შეადგენდა. შესაბ...
გივი მიქანაძე: ოპოზიციის მიერ გამართულმა...
„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალე...
მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე: უცხოელებთან...
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. „ხომ ხედა...
ბადრი ჯაფარიძე: ახლა გვჭირდება არა ერთმა...
„ჩვენ ახლა გვჭირდება არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ შეთანხმება, რაც აუცილებელია...