მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუბაზ სანიკიძე: ხალხს მძიმე დღეების, ჭირიანობის, შიმშილის, მორალური გაპარტახების გავლა მოუწევს

სანიკიძე კორონავირუსთან ბრძოლას აფასებს

„ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, ეს სურათი გვაქვს დღეს“, -  ამის შესახებ პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, იმაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების პოზიციაზე გულგრილია, არ იქნება სწორი.

„მმართველი გუნდი“ ძალიან წუხს, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ხელისუფლებას, ოპოზიციას და ჩვენც სერიოზული გამოცდის გამოვლა მოგვიწევს. ამაში ვგულისხმობ, შიმშილობას, ჭირიანობას, მორალურ გაპარტახებას, უსაფრთხოების მოშლას, ამ ყველაფრის გამოვლა ქართველ ხალხს მოუწევს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესები ჩარჩოში ექცევა.

„ოპოზიცია პარლამენტში, რომ შევიდეს, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ამ ეტაპზე პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას რა აზრი აქვს“, - დასძინა გუბაზ სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში.