პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

გურამ მაჭარაშვილი
1620304858
დაკოპირებულია

„ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სვლებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივმა თავმჯდომარემ მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქტიურ თავმჯდომარეს. თუ ნიკა მელია დარჩება ციხეში, პოლიტიკური აქტივობას ვერ გააგრძელებს და თუ გამოვა ციხიდან, გირაოს სახით, ან ამნისტია შეეხება, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება.

თუმცა, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ნიკა მელიას რწმენას, როდესაც ის ამბობდა, „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“, წინ დიდი გამოცდა ელოდა.

მან არ დაიჯერა და აი, შედეგიც. ახლა გადაწყვეტილება მასზეა. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რა იქნება მისი გადაწყვეტილება, მთავარია, რომ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა დღის წესრიგი დააწესეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს განვითარების გზა“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„თუ ამნისტია ნიკა მელიას უნდა შეეხოს, რომელსაც ყველაზე მძიმე მუხლი აქვს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!“ - გომელაური

✔️„ნაკლებად მაინტერესებს, ნიკა მელია რას აპირებს და რას გააკეთებს“ - ლევან იოსელიანი

✔️„ნიკა მელიაზე ხომ არ დგას ეს სამყარო?!“ - მეგრელიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

1624442391

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1624441048

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

1624440512

„პარტიის პოლიტიკურ საბჭოს სურს საზოგადოებას გააცნოს პარტიის პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გარშემო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

1624439227
თიბისი კონცეპტი
მომხმარებელს ახალ
ნაკრებს - „კონცეპტ 360“ -
სთავაზობს

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „...

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს - „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთმა შეაჩერ...

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად შეჩერდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას...

ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე: საცხოვრებელი ფართები დამატე...

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.