მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეში ოპოზიციის წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯებს გადმოდგამენ“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება ითქვას გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ წინადადებებს, რომლებიც როგორც ჩვენ ბოლო პერიოდში ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ჩარჩო დოკუმენტში არის საკითხები, რომელთა განხილვაც ოპოზიციასთან არ იგეგმება, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ, შესაძლოა, მათზე საუბარიც დაიწყოს.

„ე.წ. კომპილკაციური დოკუმენტში, რომელიც 6 პუნქტს მოიცავს, არის საკითხები, რომელზეც არ ვისაუბრებთ, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შესაძლოა ისინიც განვიხილოთ. არის საკითხები, რაზეც ამ დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა და საკითხები, რომელიც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბრის ასევე შეეხო ვაქცინაციას, ეკონომიკური აღდგენის გეგმას, პრესის საქმიანობასა, საარჩევნო რეფორმასა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.