მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვჭირდება მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე“ - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი 2020

„როცა საზოგადოებას პირობები ხელს შეუწყობს, გვჭირდება ლეგიტიმური, მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ ნორმალური ვადამდელი არჩევნებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უფლება არ ჰქონდა ამ დრომდე არ შეეწყვიტა უფლებამოსილება იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებმაც მანდატებზე უარის განაცხადეს.

„სრულიად გაუგებარია აქამდე რატომ არ უწყვეტდა უფლებამოსილებას იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, რადგან არ აღიარებენ ლეგიტიმურობას ამ სამარცხვინო, მოპარული არჩევნების შედეგების. ნათელი იყო, რომ ეს არცერთ ნორმალურ მოქალაქესთან და პოლიტიკოსთან არ გაუვიდოდა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

👉 გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.

👉 მომავალ კვირაშივე იმსჯელებს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.