მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს

კარვის გაშლა აქციაზე პარლამენტთან

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. 

გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან მოხდება კარვების დამატება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული“, - აღნიშნა უგულავამ.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს.

ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

✔️ აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან

✔️ „როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ იქნება დანარჩენი პარტიების, იმ წუთში საცივში აღმოჩნდება მათი თავები, ესაა რეალობა“- გია ვოლსკი