მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: არასრულფასოვნების კომპლექსი ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„ხელისუფლებას არ ვიცი ნერვებმა უმტყუნა, თუ რა ერქვა ამას, სრულიად უმიზეზო ადგილას ხალხი გაწუწა, იმის პარალელურად, რომ დღეში 2500-ზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა გვაქვს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამ შემთხვევაში გამოსავალი დიალოგია. ხვიჩია ამბობს, რომ ქართულ სახელისუფლებო სპექტრს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს.

„სინამდვილეში გუშინ გამოჩნდა ის, რომ კორონავირუსთან ბრძოლა არის ფარსი. ვისაც აქამდე არ სჯეროდა, იმისთვის იყო გასაგები, რომ ის ხელისუფლება, რომელიც ჩვენზე ზრუნვის მოტივით დღეს 22:00 საათიდან სახლში გვკეტავს, გუშინ 20:00 საათის შემდეგ წყლით გვწუწავდა.

უდანაშაულო ხალხის გაწუწვა პანდემიის პირობებში, ასე ჩაიწერება ისტორიაში ჩემი აზრით საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება. ჩემი აზრით ხელისუფლებას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, სწორიც არის, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამ არჩევნების შედეგად ეს კომპლექსი უნდა ჰქონდეს.

გუშინ გამოდიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და იძახდნენ, „არა ჩვენ კი არ გავსულვართ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, არამედ ისინი გამოვიდნენ, ჩვენ კი არ გვაქვს სალაპარაკო, არამედ იმათ აქვს სალაპარაკო ჩვენთან“. ამ მდგომარეობაშია ჩემი აზრით ქართული სახელისუფლებო პოლიტიკური სპექტრი და ჩვენც ამ სამწუხარო ნარატივში ვიხარშებით. ვფიქრობ, რომ კუნთებზე ყურება, არასრულფასოვნების კომპლექსი ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თაკო ჩარკვიანი: ეს იყო ადამიანის ფეოდალური დამცირება

🔴უსუფაშვილი: მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ