პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად

გირჩის წევრი
1614084493
დაკოპირებულია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაჭერით მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის.

"სამართლებრივი მექანიზმი სულ არსებობდა იმისთვის, რომ ნიკა მელიას საქმე აქამდე არ მისულიყო. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ პირიქითა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა. მას უნდა, რომ "“ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს ნიკა მელიას დაჭერით და სინამდვილეში, ამით აძლიერებს გუნდს და თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს.

ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყოველგვარი იდეის გარეშე, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, მათ ძალიან ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს იდეა, რის გამოც იბრძვიან აქ, იბრძვიან ტახტის ხელში ჩასაგდებად.

არსებობს რისკი იმის, რომ საერთოდ ფეხებზე დაგვიკიდონ როგორც ქვეყანა, სადაც არავინ არ იბრძვის იდეისთვის. ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა ტახტის ხელში ჩასაგდებად, რომ იქ დიდხანს ისხდნენ.

პარტია „გირჩი“ არის შერიგების მხარეს. გვჯერა იმის, რომ ეს არის ერთადერთი გზა ამის დასამარცხებლად, რომელშიც ვართ“- განაცხადა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან აქცია იმართება.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია

✔️„დღევანდელმა სპეცოპერაციამ სურათი დაამძიმა“ - ელისაშვილი მელიას დაკავებაზე

✔️სახალხო დამცველი: დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

1614450785

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაპატიმრების შემდეგ, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თავის გულისწყვეტაზე ისაუბრა, რომ მიმდინარე მოვლენებს პარტიის ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ გამოეხმაურა.

1614448542

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ​ შემთხვევა ლაბორატორიულად და გენეტიკურად დადასტურებული არ არის.

1614445847
კლინიკური ჯგუფის
ხელმძღვანელი

„მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაო...

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას.

1614442925
ევროპის ქვეყნებში მარტში ზოგიერთი შეზღუდ...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვები მარტში მოიხსნება. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. 

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფ...

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზი...

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.