მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ემოციებს გვერდით ვდებ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებ

გირჩი იაგო ხვიჩია

„იცით რამდენი ვინმე არ მომწონს ქართულ პილიტიკაში? მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ 113 დეპუტატის ხმა მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების და ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო. ამისთვის ამირჩია ხალხმა საქართველოს პარლამენტში და არა იმისთვის, რომ ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკებას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გააგრძელებს, რათა მიზანს მიაღწიოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ყველასთან. „მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა გუშინ, ეს საჯაროდაც ვთქვი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროა, ბევრის საქციელი არ მომწონებია, ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვცდილობ, რამე გამოვიყვანო, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დაჭერის პრობლემა რომ შეგექმნა, მერე შეგიყვარდა ქვეყანა?“ - ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

ალეკო ელისაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძეს აშანტაჟებენ

„ალეკო ელისაშვილს ოპოზიციამ ზედმეტი მოუთმინა“ - ნინო ბურჯანაძე