მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: იქნებ, ფარული „გირჩიც“ არის „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი

გირჩის თავმჯდომარე

„ყველასთან თანამშრომლობას განვიხილავთ, მაგრამ ფრაქციის შექმნაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ და არც მოლაპარაკებები არ გვაქვს არავისთან,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, ჯერ უნდა გაიცნონ პარლამენტარები და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ვიდრე ფრაქციას მივხედავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი – პარლამენტის ფუნქციონირებაში უნდა გავერკვეთ და გუნდი საპარლამენტო საქმიანობისთვის მოვამზადოთ. პარლამენტში არის 150 დეპუტატი, რომელთა უმრავლესობას არ ვიცნობთ.

შესაბამისად, ჯერ ეს ხალხი უნდა გავიცნოთ, თუ წერტილები გამოიკვეთება. იქნებ, ფარული „გირჩიც“ არის „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი, ჯერ გამოვავლენთ და ფრაქციაზე შემდეგ ვიფიქრებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის პარლამენტში პარტია „ლელოს“ ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდნენ.