მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ჯაფარა ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვმეგობრობთ 

გირჩის წევრი

„ძალიან ბავშვურად გამოიყურება ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ იაგო ხვიჩია „გირჩის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „გირჩი“ არ დაიშლება.

„გირჩი“ არ არის ერთი კაცის პარტია, „გირჩი“ იდეაა, თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება. სასაცილოდ მეჩვენება მისი დაშლის შესახებ.

შეიძლება დიდი დარტყმა მივიღეთ, ეს ყველაფერი ტრავმაა, მაგრამ გასარკვევია საერთოდ რა ხდება. თუმცა, ორი რამ, რაც შეიძლება გამოვრიცხო - ერთი, „გირჩის“ დაშლა, მეორე ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვუსმენთ, უკავშირდება პარლამენტში შესვლა- არ შესვლის საკითხს. მე მინდა საზოგადოება ასეთი არასერიოზული აზრისგან გავათავისუფლო“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი განცხადებით, არასერიოზულია მოსაზრება, რომ ვახო მეგრელიშვილს და იაგო ხვიჩიას პარლამენტში შესვლა უნდათ, ზურაბ ჯაფარიძეს კი, არა. ისინი ერთ პოლიტიკურ აზრზე არიან.

ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას ზურაბ ჯაფარიძესთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია არასდროს. უთანხმოება იყო მხოლოდ ჯაფარიძესა და მეგრელიშვილს შორის.

„ჯაფარიძესთან კონფლიქტი არ მქონია. მე პირნათელი ვარ ამ ყველაფერთან. ჯაფარა ადამიანურად ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვმეგობრობთ. „გირჩის“ სახეებიდან ყველაზე კომფორტულად ზურა ჯაფარიძესთან ვკომუნიცირებდი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ხვიჩია აქვე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზურა ჯაფარიძე გაბრაზებული იყო, მასთან დაკავშირებას და კომუნიკაციას ცდილობდნენ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔰 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

🔰როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?

🔰ვახო მეგრელიშვილი: მეც მინდა გავარკვიო რა ხდება