მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ძალაუფლების „დათრევისთვის“ ჩხუბობენ

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ძალაუფლების „დათრევა“ სურთ.

„ძალაუფლების დათრევისთვის ჩხუბობენ და ერთ მხარეს ჰყავს მეორე მხარის 2 მებრძოლი დატყვევებული, ესენი ითხოვენ მებრძოლების გამოშვებას, ოღონდ მერე რომ ისევ ბრძოლაში ჩაერთონ და „ქართული ოცნება“ ამაზე უარს აცხადებს, რაც გასაგებია რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ბრძოლა თუ არ მორჩა დატყვევებულ მხედართმთავრებს არავინ არ უშვებს,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც ის აღნიშნავს, „გირჩს“ საკუთარი გზა აქვს არჩეული და დიალოგს გააგრძელებს იმ 7 საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პარტიამ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა.

„ახლა თუ გახურებული ჩხუბი მიდის, ამ მხარეებმა მარტო ჩხუბი იციან და არ იციან რა გააკეთონ, მას შემდეგ რაც შერიგდებიან, ძალიან რთულია მასე კონფლიქტის დამთავრება“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ის იყო და არის მთავარი ფიგურა - ექსპერტი გიორგი გახარიაზე

✔️გია ხუხაშვილი: გახარია ორთქლმავალია

✔️„ქართული ოცნების“ 6 დეპუტატი გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა