მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე

გირჩის წევრი

როგორც „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა თქვას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. დრო გვჭირდება თორემ ხომ ვსაუბრობთ და ყველაფერი გამოდის სააშკარაოზე.

შეხვედრებზე ყველა პოლიტიკური პარტიის გულწრფელი შეხედულებები იყო განხილული ერთმანეთთან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ახლა ის ეტაპია რომ ღიად უნდა ისაუბრონ იმ სიტუაციაზე, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში.

„ახლა ის ეტაპია, რომ ღიად უნდა ვისაუბროთ იმ სიტუაციაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში.. როგორია პარლამენტში არ შესვლის გეგმა და რას გავაკეთებთ, ვის რა როლი გვაქვს და ა.შ.

ასეთ დროს მეტი სინქრონიზაცია, რადგან ფაქტობრივად ქუჩაში ვართ დარჩენილი. მეორე მხრივ, რა არის ის, რისი წამოღებაც ოპოზიციას მოლაპარაკებიდან შეუძლია“, - დასძინა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ხელისუფლებასა და მათ შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესებს და არა რომელიმე პარტიას

🧐 ლევან იოსელიანი: პარლამენტში არის ხალხი, რომელიც არ იცნობს ქვეყანას და ბაზარშიც არ ყოფილა