მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: ყველას კარგად გვაქვს გასააზრებელი თუ რას ნიშნავს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია

„მაინტერესებს როგორ წარმოუდგენიათ ჩემს კოლეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, სწორედ ამ გეგმის შემდეგ იქნება გააზრებული „გირჩის“ სამომავლო გეგმები.

„მართლა მაინტერესებს როგორ უყურებენ ჩემი კოლეგები ბოიკოტს. როგორ წარმოუდგენიათ მათ გრძელვადიან პერსპექტივაში ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმა და შესაბამისად „გირჩის“ გეგმებიც ამ ინფორმაციის გაგების და გააზრების მერე იქნება შესაძლებელი.

ყველას კარგად გვაქვს გასააზრებელი, მათ შორის ხელისუფლებასაც, თუ რას ნიშნავს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა, თუკი აქეთკენ მივდივართ. ვაპირებ ჩემს ამომრჩეველს წინასწარ ვუთხრა რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი. ეს არ არის კარგი გზა და ამას აუცილებლად მოჰყვება კრიზისი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამსატელევიზიო ეთერში.

ოპოზიციონერმა მმართველ გუნდთან მოლაპარკების შესახებაც ისაუბრა.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩის“ სურვილია მოლაპარაკების მაგიდა წარმატებული იყოს და არ იქცეს ბრძოლის ველად.

ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ

🔴 თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს