მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტიპის პლებისციტად ვაქციოთ

პარტია გირჩის თავმჯდომარე

„ჩვენ შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ რაღაც ტიპის პლებისციტად და ვთქვათ, რომ აქ თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს ისევ მხარი და ხელისუფლებამ გაიმარჯვოს, ჩვენი პრეტენზიები არჩევნებთან დაკავშირებით, არსებითად გაყალბებასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით შენელდება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ 2021 წელს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, გამოჩნდება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი რიგზე მართლაც ვერ იყო.

„თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია იგებს, თავისთავად ხელისუფლების არგუმენტებს აკლდებათ ლეგიტიმურობა, რომ ამ არჩევნებზე ყველაფერი რიგზე იყო. ჩვენც გვჭირდება მეტი მტკიცებულება ამისთვის და ხელისუფლებასაც. ამ იდეის შემოტანა არის ძალიან კარგი მიგნება და ძალიან დიდი მადლობა ფასილიტატორებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ორი გზა აქვს, ცუდი-შემოსვლა და უარესი-არშემოსვლა

მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

ბადრი ჯაფარიძე: სანამ ხელახალ არჩევნებზე არ შევთანხმდებით, ბოიკოტი გაგრძელდება