მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია ცვლილებებს აანონსებს - „არსებული სიტუაცია ისე უნდა შევცვალოთ, რომ ბოიკოტში მყოფმა პარლამენტარებმაც კი შეცვალონ პოზიცია“

გირჩის წევრი 2020

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მადლობას უხდის „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციონერთა მანდატების დატოვების გამო.“

ჟურნალისტის კითხვებზე, თუ როგორ მოიქცევა იაგო ხვიჩია და როგორია „გირჩის“ პოზიცია, ხვიჩია პასუხობს, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ისინი შეხვდებიან და თავიანთ პოზიციებს გააცნობენ „ქართულ ოცნებასაც“ და ფასილიტატორებსაც.

„ვეცდებით ეს ჩიხში შესული პროცესი ჩიხიდან დავძრათ.“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს არ შეუშლით და საქმეს არ გააფუჭებს, ოპოზიცია შევა პარლამენტში.

„არ შეგვიშლის ნიშნავს, რომ იქნება რაციონალური, მიდრეკილი იქნება მოლაპარაკებისკენ.“ - განმარტავს ხვიჩია.

"გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებაც ერთ-ერთი კონსტრუქციული ნაბიჯია ისევე, როგორც მათ მიერ ადამიანების ციხიდან გამოშვება.

„ამის გამო არ დაზიანებულა ქართული ოცნება და არც რეიტინგი დაუკარგავს, პირიქით, ჩვენც კი მადლობას ვუხდით.“ - განმარტავს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, თუ კონსესუსების და მოლაპარაკებების გზით წავლენ, შედეგს მიაღწევენ.

ასევე, იგი აღნიშნავს, რომ მათი ცნობით, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მოლაპარაკების სურვილი არ აქვთ.

„მოლაპარაკებების მაგიდაზე ვხედავდი ხალხს, რომელთაც, ჩემი აზრით, არ უნდოდა მოლაპარაკება.“ - აცხადებს ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, მანდატიანი დეპუტატების უმრავლესობას პარლამენტში შესვლა სურს.

„10-15 კაცი გვეუბნება 60 კაცის სათქმელს და მე არ მჯერა რომ ასეა, ზუსტად ვიცი, ამ ხალხის განწყობები და თუნდაც თქვან, რომ 60 ადამიანს არ უნდა პარლამენტში შესვლა, ეს ასე არ არის. მანდატიანი ასეთი ხალხი ძალიან ცოტა იქნება.“ - განმარტავს ხვიჩია.

მისი თქმით, პოლიტიკურად არ შეიძლება პარლამენტი ჩაშალონ იმის გამო, რომ აქამდე მისკომუნიკაცია არსებობდა.

იგი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს, რომ ყველაფერს აკეთებს მათი პარლამენტში მოსახვედრად, ამიტომ მათგანაც აქვს იმედი, რომ კორექტულად მოექცევიან.

მისი თქმით, ოპოზიციასაც დაუკავშირდებიან და „ქართულ ოცნებასთან“, ჯერ არაფორმალურ გარემოში შეეცდებიან მოლაპარაკებებს.

იაგო ხვიჩია გარკვეულ ცვლილებებს აანონებს, რომლის შინაარსსაც ჯერ არ ასაჯაროებს.

„არსებული სიტუაცია ისე უნდა შევცვალოთ, რომ საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს რა არის სწორი გადაწყვეტილება იმდენად, რომ ბოიკოტში მყოფმა პარლამენტარებმაც კი შეცვალონ პოზიცია.“ - აცხადებს ხვიჩია.

„ჩვენ ამ სიტუაციას არ შევეგუებით...ველოდებით უფრო დიდ დარტყმებს....ჩემი აზრით, ძალიან მალე გახდება ნათელი ჩვენი პოზიციის მართებულობა.“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

აგრეთვე იხილეთ:

„ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგას და კონკრეტული წინადადებით მოვიდეს ოპოზიციასთან“ - გიორგი ვაშაძე

„ჩვენ დღეს დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას“ - მამუკა მდინარაძე

„ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ“-ალეკო ელისაშვილი