მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი რომ მართლა წავიდეს, „ქართულ ოცნებაში“ კატასტროფა მოხდება“ - იაგო ხვიჩია

გირჩი იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ქართულ ოცნებაზე“ უარყოფითად აისახება. 

მისი თქმით, კონფლიქტები, რომლებიც პარტიის წევრებს შორის იქმნება, მოუგვარებელი დარჩება.

„სად მიდის ის ძალაუფლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა? ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სამი ხელისუფლება, საკანონმდებლო - არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი - გახარიას მეთაურობით და სასამართლო - მურუსიძე-ჩინჩალაძის. ადამიანურადაც კი ეს ხალხი განსხვავებულია. ბიძინა ივანიშვილი იყო უმაღლესი მსაჯული, ქურუმი, რომელიც კონფლიქტებს აგვარებდა და სიტუაციას ასტაბილურებდა. ასეთი ხალხი ერთ დღეში არ მიდის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იგი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლებაზე უარის თქმა რეალური არ არის.

„ბიძინა ივანიშვილი, რომ მართლა წავიდეს, „ქართული ოცნების“ შიგნით კატასტროფა მოხდება. მას რომ წასვლა სდომებოდა, ერთპიროვნულად „ქოცები“ კი არ უნდა დაეტოვებინა ხელისუფლებაში, არამედ ნელ-ნელა უნდა დაწყებულიყო კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.

👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის კანდიდატად მან ირაკლი კობახიძე დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ეკა ბესელია: მის ამბიციებს რომ ხედავს, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს კალაძე უფრო დიდ სადავეებთან არ მიუშვას

👉 ბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს

👉 „პოლიტიკიდან თუ რეალურად გაიწია, შეიძლება უპასუხისმგებლო ქცევაზე ისაუბრო“ - ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე