მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იდეაში, ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან“ - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიის წინადადებაა სხვა ოპოზიციური პარტიებისადმი არის ის, რომ იდეებსა და გეგმებზე შეჯერდნენ. 

როგორც ვახო მეგრელიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის თანხმობა იყოს.

„ოპოზიციაში ძალიან მნიშვნელოვანია თანხმობა იყოს და ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. იდეაში ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან“.

ამ შეხვედრებში განსხვავებით წინა პერიოდისგან ჩვენ საჯაროობას ვითხოვთ. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ ისეთი პროცესის დაწყებას თითოეულ ოპოზიციურ პარტიასთან სათითაოდ ყველასთან გავიაროთ კონსულტაცია.

თუ ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ არ გვგონია რომ წარუმატებლობის მიზეზი ვიყოთ, პირიქით გვგონია რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს პარლამენტი და პარლამენტში იყოს როგორც ოპოზიცია ისე პოზიცია“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

იხილეთ აგრეთვე:

👉 ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება

👉 ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს