მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა“ - გია ვოლსკი

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

„ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოოა, შედეგები დაზუსტებულია. იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციას ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენებისთვის სხვა გზების ძიება მოუწევს.

„რასაკვირველია, ასეთ პირობებში, უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ შენიშვნები, რაც აქვს ეუთო/ოდირს სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას.

მაგალითად, გამგებელი 25 მეტრში თუ მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, დაჟინებული მზერით შეაცვლევინებს ამომრჩეველს თავის გადაწყვეტილებას. დაახლოებით ასეთ დონეზეა დღეს გაწბილებული ხალხის კამათი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - ეუთო/ოდირი საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აშშ-ის საელჩო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება

ეუთო/ოდირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო/ოდირი არჩევნების შესახებ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს