მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი მაქვს, საქმე თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტამდე არ მივა“- გიორგი ვაშაძე

ახალი საქართველოს ლიდერი

 „იმედი მაქვს, რომ საქმე იქამდე არ მივა, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ თვითმმართველობის არჩევნებს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

იგი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.

„მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ როგორც მინიმუმ, საარჩევნო მიმართულებით ბევრი რამ შეიცვლება შემდგომ არჩევნებამდე. ამ მოლაპარაკებებში ერთი კარგი რამ, რაც გავაკეთეთ, ის არის, რომ საკითხები, რომელიც შეეხება საარჩევნო რეფორმას, დეტალურად გავიარეთ და პოზიციების თანხვედრა მოხდა. ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, კომისიების პარიტეტულად დაკომპლექტება, პროცედურების შეცვლა, რომელიც უფრო გამჭვირვალეს გახდის საარჩევნო პროცესს. ვფიქრობ, რომ ამ პაკეტის მიღება მაინც მოუწევს „ქართულ ოცნებას“, თუმცა არ მგონია, რომ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც იქ ვისაუბრეთ.

თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, მაინც განვიხილავთ. მიზეზი ისაა, რომ არ შევეშვებით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და არჩევნები დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ამაზე არ გვიმსჯელია, ამას დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ერთპარტიული საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იაგო ხვიჩია: შეგვიძლია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რაღაც ტიპის პლებისციტად ვაქციოთ

👉 ალეკო ელისაშვილი: ბოკერიას და უგულავას მანდატებს უნდა გადაყვეს ყველაფერი?

👉 მამუკა მდინარაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება