მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმედია, ეს შესწორებები თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ჭეშმარიტების დადგენაში - ნუკრი ქანთარია კონგრესმენებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი არჩევნებთან დაკავშირებით და ქვეყნის კონსტიტუციაშიც შეიტანა არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით ჩატარებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში წერს შშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს ეხმიანება.

ნუკრი ქანთარია წერილის თითოეულ პუნქტს განიხილავს და მათთან დაკავშირებით შესწორებებს აკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას.

ნურკი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და რომ იგი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა.

„ექვსი კონგრესმენის წერილის თანახმად, „საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკურად უსაფრთხო ურთიერთობების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველეყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“.

შესწორება პირველი: ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველომ 1991 წლიდან 2012 წლამდე ძალიან ბევრი ქარტეხილი და განსაცდელი გამოიარა. ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებს უამრავი ახალგაზრდა შეეწირა. 2003 წლიდან საქართველოში მოსული ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა, დაიკარგა ტერიტორიები, უამრავი უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდა ციხეში და ა.შ. ექვსი კონგრესმენის წერილის თანახმად, „თუმცა მას შემდეგ, რაც2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა“.

შესწორება მეორე: მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წელს საქართელოში ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნება“ მოვიდა მმართველ ძალად, ქვეყანის განვითარებამ ყველა მიმართულებით პროგრესი განიცადა. დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, უპრეცენდენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და ა.შ. ექვსი კონგრესმენის წერილის თანახმად, „გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი „ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად.

შესწორება მესამე: არ დაიჯეროთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის ოლიგარქიული. პირიქით, ივანიშვილს ქვეყნის მიმართ აუწონავი, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამას ვერ იზამდა რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი არის წარმატებული ბიზნესმენი. ის არის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი. ექვსი კონგრესმენის წერილის თანახმად, „საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო.

შესწორება მეოთხე: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. 2012 წლამდე კი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ხელდასხმით მთელი რიგი ობიექტები, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის, ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეებზე გასხვისდა. ექვსი კონგრესმენის წერილის თანახმად, „ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც2020 წლის შემოდგომაის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს.

შესწორება მეხუთე: არ დაიჯეროთ, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი არჩევნებთან დაკავშირებით და ქვეყნის კონსტიტუციაშიც შეიტანა არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით ჩატარებული”,- წერს ნუკრი ქანთარია და იმედს გამოთქვამს, რომ ზემოთ აღნიშნული შესწორებები ჭეშმარიტების დადგენაში თავის წვლილს შეიტანს.